"კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია" - იტალიელი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია" - იტალიელი მწვრთნელი

"კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია" - იტალიელი მწვრთნელი
4-10-2022, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი მენეჯერი საბატინო დურანტე "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებსა და მისი წარმატების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

"ჩემი აზრით, იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი ნაპოლია, რაც გუნდმა როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზეც დაამტკიცა. საინტერესოა, თუ როგორი გუნდი იქნება ნაპოლი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ".

"ხვიჩა კვარაცხელია? - ის ნამდვილი ტალანტია. ვფიქრობ, თუ კვარაცხელია ლუჩანოს ყველაფერს დაუჯერებს, მას შეუძლია, რომ უდიდესი ფეხბურთელი გახდეს. ხომ ნახეთ როგორ შეაქო კარლო ანჩელოტიმ ქართველი ფეხბურთელი? - ის არასდროს ცდება და ტყუილად არავის აქებს", - საბატინო დურანტე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი