"მეცი მიქაუტაძის გარეშე გაცილებით სუსტი გუნდი იქნებოდა" - ბერნარ ზენე » სპორტის ხაზი

"მეცი მიქაუტაძის გარეშე გაცილებით სუსტი გუნდი იქნებოდა" - ბერნარ ზენე

"მეცი მიქაუტაძის გარეშე გაცილებით სუსტი გუნდი იქნებოდა" - ბერნარ ზენე
17-04-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში დავითაშვილის ბორდომ მიქაუტაძის მეცს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მეცის მხრიდან თავის გამოჩენა გიორგი მიქაუტაძემ 2-ჯერ შეძლო. ამ ფაქტისა და ზოგადად, გიორგის მშვენიერ სეზონზე გაამახვილა ყურადღება ბორდოსა და მეცის ყოფილმა ფორვარდმა, ბერნარ ზენემ, რომელმაც ქართველს შეუპოვარი უწოდა:

"მეცს გიორგი მიქაუტაძე რომ არ ჰყავდეს გაცილებით სუსტი გუნდი იქნებოდა. იოლი სულაც არაა იტანდე ამდენ გოლს და იყო ასეთი შეუპოვარი, ის გენიალურ სეზონს ატარებს."

"მეცი წინ მშვენივრად მიიწევს და ლიგა 1-ში დაბრუნების სერიოზული ფავორიტია. თუ ისინი მსგავსად გააგრძელებენ, წესით მომდევნო სეზონში უმაღლეს დივიზიონში ვიხილავთ."
- თქვა ზენემ

ცნობისთვის, მეცი ლიგა 2-ის მესამე ადგილს 55 ქულით იკავებს და დავითაშვილის ბორდოს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი