"ოსიმენის დაბრუნება გამარჯვებას არ ნიშნავს, ნაპოლის ამაში მუდმივად უჭირდა" - ჯუზეპე ბერგომი 1/4 ფინალის წინ » სპორტის ხაზი

"ოსიმენის დაბრუნება გამარჯვებას არ ნიშნავს, ნაპოლის ამაში მუდმივად უჭირდა" - ჯუზეპე ბერგომი 1/4 ფინალის წინ

"ოსიმენის დაბრუნება გამარჯვებას არ ნიშნავს, ნაპოლის ამაში მუდმივად უჭირდა" - ჯუზეპე ბერგომი 1/4 ფინალის წინ
18-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მილანის ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე ბერგომიმ ნაპოლისა და მილანის ჩემპიონთალიგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და ყურადღება ვიქტორ ოსიმენის დაბრუნების საკითხზე გაამახვილა:

"ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნაპოლი ნიგერიელ ფეხბურთელთან ერთად უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე. ცხადია, როდესაც ის თამაშობს, შენ მეტი დაცულობისა და წინასწარი გამარჯვების ემოცია გიპყრობს. მიუხედავად ამისა, ოსიმენი ცოტა ხნით გვერდით რომ გადავდოთ, დავინახავთ, რომ ნაპოლი მის გარეშეც მშვენივრადაა ორგანიზებული და სტრუქტურულად თამაშობს."

"ოსიმენის დაბრუნება ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ ვიქტორის მოედანზე გამოჩენა ავტომატურად გამარჯვებას არ ნიშნავს. ნაპოლის ორი საკვანძო ფეხბურთელი დააკლდება (ანგისა, კიმი) და ამის შესახებ ბევრი უნდა იფიქრონ, რათა სწორი დასკვნები გამოიტანონ."

"წლების განმავლობაში ნაპოლის პრობლემა ფიზიკური მომზადება და გამძლეობა იყო, თუმცა ამ სეზონში მათ აშკარა პროგრესი აქვთ. ლუჩანო სპალეტიმ უნდა იცოდეს, რომ მილანი არის გუნდი, რომელთანაც დაპირისპირება და გამარჯვების მოპოვება დიდ ფიზიკურ მოთხოვნილებებს უკავშირდება."
- თქვა ბერგომიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრას მილანის წინააღმდეგ დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე მარადონაზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი