“რომ არა ხვიჩას ასეთი თამაში, დღეს დანიელი გვეყოლებოდა” - რას ამბობს იტალიელი ხვიჩას მამა » სპორტის ხაზი

“რომ არა ხვიჩას ასეთი თამაში, დღეს დანიელი გვეყოლებოდა” - რას ამბობს იტალიელი ხვიჩას მამა

“რომ არა ხვიჩას ასეთი თამაში, დღეს დანიელი გვეყოლებოდა” - რას ამბობს იტალიელი ხვიჩას მამა
17-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ტელეკომპანია “იმედი” ნეაპოლში იმ ოჯახთან ჩავიდა, რომელთაც ცოტა ხნის წინ ბიჭი შეეძინათ და სახელად ხვიჩა დაარქვეს. გადაცემის “იმედის კვირის” ინტერვიუში პატარა ბიჭის მამამ ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დაარქვა შვილს “ნაპოლის” 77-ე ნომრის სახელი.

“რომ არა კვარაცხელია და ის გრძნობა, ემოციები, ბედნიერი წუთები, რომელსაც ქართველი გვანიჭებს, მაშინ გვეყოლებოდა დანიელი. ხვიჩა ჩემი მეოთხე შვილია. ახლა ჩემპიონობის მოლოდინში ვართ. წინასწარ საუბარი არ გვიყვარს, მაგრამ ჩემი თაობა ამ ტიტულთან ასე ახლოს არ ყოფილა და ეს ნამდვილად ამაღელვებელია.

რაც მთავარია, მიხარია რომ პირველები ვართ და დარწმუნებული ვარ, ნეაპოლში ბევრი ხვიჩა დაიბადება. ძალიან გვიხარია რომ პატარა ხვიჩა უკვე საამაყო ისტორიის მქონე უფროსი ხვიჩას სახელს ატარებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სახელი ღირსეულად ატაროს” - განაცხადა არმანდომ, ბავშვის მამამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი