შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა » სპორტის ხაზი

შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა

შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა
17-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო სერია A-ში “ვირტუს ბოლონიამ” შინ “ტრენტოს” უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 96:80 სძლია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მოედანზე 26 წუთი დაჰყო, რა დროშიც შემდეგნაირი მაჩვენებლები დააფიქსირა - 12 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა, 1 ჯარიმა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში თავისი სტატისტიკით მეორე საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ.

ამ დროისთვის “ვირტუს ბოლონია” 20 მოგებითა და 6 მარცხით პირველ ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი