არიგო საკი: “მცველებმა მის წინააღმდეგ თამაში ისწავლეს” » სპორტის ხაზი

არიგო საკი: “მცველებმა მის წინააღმდეგ თამაში ისწავლეს”

არიგო საკი: “მცველებმა მის წინააღმდეგ თამაში ისწავლეს”
16-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, “ნაპოლისა” და “მილანის” ჩემპიონთა ლიგური დუელის განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა და “პარტენოპეის” მოთამაშეებზე დააფიქსირა თავისი აზრი.

“კვარაცხელია ნაპოლისთვის სიურპრიზი იყო. ნამდვილად მისალოცი ა გუნდისთვის მისნაირი ფეხბურთელის აღმოჩენა. ახლა კი ისიც უნდა ითქვას, რომ მცველებმა მის წინააღმდეგ თამაში ისწავლეს. დრიბლინგს ყოველთვის ერთი მიმართულებით ასრულებს. შესაძლოა, რომ იპოვნეს მისი კარგი თამაშის აღმოფხვრის საშუალებები.

ოსიმენი კი ნაპოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი მოძრაობები და დარტყმები ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის. ვერონასთან მატჩში მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროით ითამაშა, შანსები მაინც შექმნა” - განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი