"ოსი & კვარას გარეშე სერია A-ს საშუალო დონის გუნდი ვართ" - ნაპოლის ფანები ემოციებს არ მალავენ » სპორტის ხაზი

"ოსი & კვარას გარეშე სერია A-ს საშუალო დონის გუნდი ვართ" - ნაპოლის ფანები ემოციებს არ მალავენ

"ოსი & კვარას გარეშე სერია A-ს საშუალო დონის გუნდი ვართ" - ნაპოლის ფანები ემოციებს არ მალავენ
15-04-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც ნაპოლისა და ვერონას შორის გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

მის შესახებ წერენ ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები, რომელთა აზრითაც, ნაპოლის აშკარა რეგრესი აქვს:

"გუნდს აშკარა რეგრესი აქვს, გამოფხიზლების დროა"

"მილანთან მხოლოდ კვარაცხელიას და ოსიმენის იმედი მაქვს"

"სტაბილურად მივდიოდით და ბოლოსკენ ძალიან მოვუკელით"

"შეიძლება გუნდშივე იყოს ფეხბურთელებს შორის პრობლემა"

"მანამდე მოპოვებული უპირატესობა ძალიან გვადგება, მის გარეშე დავიღუპებოდით"

"ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე იტალიის ჩემპიონატის საშუალო გუნდი ვართ"

"ნაადრევად ხომ არ ვზეიმობთ ტიტულს? ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებს"

"ფეხბურთელებს სახეში გარტყმა სჭირდებათ, თავიანთ თავებს არ ჰგვანან"

"წინ მაინც დიდი სხვაობით ვართ, განსაკუთრებული არაფერია"

"რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი გვაქვს დასატრიალებელი, ეს შედეგი არც გამკვირვებია" - წერენ ნაპოლის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი