ჩემპიონთა ლიგა | კარლო ანჩელოტიმ რეალის რეკორდი დაამყარა! » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგა | კარლო ანჩელოტიმ რეალის რეკორდი დაამყარა!

ჩემპიონთა ლიგა | კარლო ანჩელოტიმ რეალის რეკორდი დაამყარა!
13-04-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ფრენკ ლამპარდის ჩელსი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით იტალიელი სპეციალისტი მადრიდის რეალის (ჩემპიონთა ლიგაში) რეკორდსმენი გახდა.

საქმე ისაა, რომ აქამდე ამავე ტურნირზე რეალის მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი მოგება ვისენტე დელ ბოსკეს ჰქონდა (34), ახლა კი ამ რეკორდის მფლობელი ანჩელოტია, რომელმაც ესპანელ კოლეგას ერთი მაჩვენებლით გაასწრო.

შეგახსენებთ, რომ ჩელსისა და რეალის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი