"სპალეტის ხვიჩას გაფუჭებულ ეპიზოდზე ასეთი რეაქცია ჰქონდა" - Areanapoli » სპორტის ხაზი

"სპალეტის ხვიჩას გაფუჭებულ ეპიზოდზე ასეთი რეაქცია ჰქონდა" - Areanapoli

"სპალეტის ხვიჩას გაფუჭებულ ეპიზოდზე ასეთი რეაქცია ჰქონდა" - Areanapoli
13-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი მილანისა და ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მოგეხსენებათ, რომ ნეაპოლურმა გუნდმა მილანის კართან პირველივე წუთზე 100%-იანი საგოლე შანსი შექმნა, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელიას სარგებლობა შეეძლო, თუმცა რადე კრუნიჩმა დაშვებული შეცდომა (რამაც რეალურად გამოიწვია მომენტის შექმნა) თავადვე გამოასწორა და კვარას დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა.

ცხადია, ასეთი დაძაბული მატჩის პირველივე წუთებზე დაწინაურება ნაპოლისთვის უდიდესი წარმატება იქნებოდა, მილანისთვის კი შექმნილი მუხტისა და კარგი ატმოსფეროს დაქვეითებას გამოიწვევდა.

მიუხედავად ასეთი შანსის განიავებისა, Areanapoli-ის ჟურნალისტი, გაეტანო ბრუნეტა წერს, რომ ლუჩანო სპალეტის კვარასადმი გაბრაზება თავში აზრადაც არ მოსვლია და ნაპოლის დამრიგებელმა ხვიჩა მომენტალურად გამამხნევებელი შეძახილებითა და აპლოდისმენტებით შეამკო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი