"ნაგელსმანის გაშვებამ და ტუხელის დანიშვნამ გამაკვირვა", - გვარდიოლა ბაიერნში მომხდარ ცვლილებაზე » სპორტის ხაზი

"ნაგელსმანის გაშვებამ და ტუხელის დანიშვნამ გამაკვირვა", - გვარდიოლა ბაიერნში მომხდარ ცვლილებაზე

"ნაგელსმანის გაშვებამ და ტუხელის დანიშვნამ გამაკვირვა", - გვარდიოლა ბაიერნში მომხდარ ცვლილებაზე
11-04-2023, 20:21
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის პირველ ტურში ეტიჰად სთედიუმზე ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ მიუნხენში ბოლო პერიოდში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

"ტუხელის დანიშვნამ გამაკვირვა, ისევე როგორც ნაგელსმანის მოულოდნელმა გაშვებამ. რეალურად რასაც ვფიქრობ ვერ ვიტყვი - როცა მწვრთნელს უშვებ და მის შემცვლელს დასაწყისში საქმეები კარგად მისდის, ხალხი იმაზე იწყებს ლაპარაკს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო, თუ ყველაფერი პირიქით მოხდა, ხალხს ძველი მწვრთნელი ენატრება.

იმის თქმა კი შემიძლია, რომ ორივე სპეციალისტი კრეატიულია. ნაგელსმანის წინააღმდეგაც და ტუხელის წინააღმდეგაც თამაში რთულია
", - განაცხადა გვარდიოლამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი