"მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა ამის თქმა შემიძლია", - ლევანდოვსკის კომენტარი მესის დაბრუნებაზე » სპორტის ხაზი

"მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა ამის თქმა შემიძლია", - ლევანდოვსკის კომენტარი მესის დაბრუნებაზე

"მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა ამის თქმა შემიძლია", - ლევანდოვსკის კომენტარი მესის დაბრუნებაზე
11-03-2023, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესის პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მხარეები ამ დრომდე ახალ კონტრაქტზე არ შეთანხმებულან, პარალელურად კი ლეოს ბარსაში დაბრუნებაზე ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი იწერება.

გავრცელებულ ჭორებს კატალონიელთა პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა და მესისთან თამაშის სურვილი გამოთქვა.

"მესი ბარსელონას ეკუთვნის, წარმოუდგენელი იქნება თუ ლეო გუნდში დაბრუნდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ადგილი მისი სახლია.

მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ სეზონში მე და მესი ერთად ვითამაშებთ
", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ცნობისთვის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბარსელონა 2021 წლის ზაფხულში დატოვა და ფრანგულ პსჟ-ში გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი