"0:4 ამ გუნდებს შორის რეალურ სურათს არ ასახავს" - ჯანფრანკო ძოლა ნაპოლისა და მილანზე » სპორტის ხაზი

"0:4 ამ გუნდებს შორის რეალურ სურათს არ ასახავს" - ჯანფრანკო ძოლა ნაპოლისა და მილანზე

"0:4 ამ გუნდებს შორის რეალურ სურათს არ ასახავს" - ჯანფრანკო ძოლა ნაპოლისა და მილანზე
12-04-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ნეაპოლური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ აღნიშნა, რომ მილანის მხრიდან ნაპოლის 4:0 განადგურება ამ გუნდებს შორის რეალურ სურათს არ ასახავს და ჩემპიონთა ლიგაში სხვა თამაშს უნდა ველოდოთ:

"მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი სერია A-ში მილანთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სხვა ტიპის შეხვედრას ვიხილავთ, სადაც სპალეტის გუნდს კარგი შანსები ექნება."

სხვათაშორის, ძოლამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ 1/4 ფინალში იტალიური გუნდების სიმრავლე თავად იტალიური ფეხბურთის განვითარებას არ ნიშნავს:

"ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე იტალიური კლუბების რაოდენობა ქვეყნის ფეხბურთს არ ავითარებს. ამას მაშინ ვიტყვი, როდესაც ესპანეთიდან, ინგლისიდან და სხვა წამყვანი ჩემპიონატებიდან ვარსკვლავების მოზიდვას შევძლებთ." - თქვა ძოლამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი