“ნაპოლის, მარცხის მიუხედავად, დიდი შანსი აქვს” - ჯანფრანკო ძოლა » სპორტის ხაზი

“ნაპოლის, მარცხის მიუხედავად, დიდი შანსი აქვს” - ჯანფრანკო ძოლა

“ნაპოლის, მარცხის მიუხედავად, დიდი შანსი აქვს” - ჯანფრანკო ძოლა
11-04-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ფეხბურთის გამორჩეულმა პერსონამ, ჯანფრანკო ძოლამ ადგილობრივ მედიასთან “მილანისა” და “ნაპოლის” ჩემპიონთალიგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“არ მივიჩნევ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ იტალიური ფეხბურთი გამოჯანმრთელდა. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ ფეხბურთელებს ინგლისიდან, ესპანეთიდან ან გერმანიიდან.

ნაპოლის მილანთან სერია A-ში წაგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოსვლის დიდი შანსი ექნება. ნამდვილად საინტერესო დაპირისპირება გველის” - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა მოთამაშემ.

აღნიშნული დაპირისპირება ხვალ, 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი