Discoverwalks-მა ქართველი ფეხბურთელების ყველა დროის TOP 10 შეადგინა » სპორტის ხაზი

Discoverwalks-მა ქართველი ფეხბურთელების ყველა დროის TOP 10 შეადგინა

Discoverwalks-მა ქართველი ფეხბურთელების ყველა დროის TOP 10 შეადგინა
3-10-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორია 1990 წლიდან იწყება, როდესაც ქვეყანამ პირველი საერთაშორისო მატჩი ლიეტუვის წინააღმდეგ გამართა. აღსანიშნავია, რომ საქართველო "FIFA-სა" და "UEFA-ს" 1992 წლიდან შეურთდა, ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელებით მომმარაგებლის სიაში ქვეყანა მე-3 ადგილს იკავებდა.

უცხოური საიტი Discoverwalks ქართველი ფეხბურთელების ყველა დროის TOP 10-ს აქვეყნებს:

1. მურთაზ ხურცილავა - "მურთაზ ხურცილავას საფეხბურთო ნიჭი სკოლაში აღმოაჩინეს. მურთაზ ხურცილავა თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომელმაც 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე, 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე და ამავე წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. მურთაზ ხურცილავა ერთადერთი ქართველი მოთამაშე იყო, რომელმაც ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებს უკაპიტნა, ხოლო მისი საკლუბო კარიერა თბილისის დინამოთი შემოიფარგლება".

2. თემურ ქეცბაია - "ის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია. თემურ ქეცბაიას საფეხბურთო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რასაც თან მოსდევდა ანორთოსისი, შემდეგ კი აეკი. აღსანიშნავია, რომ ქეცბაიას ბერძნული კარიერა დიდი უიღბლობით დაიწყო, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რეინჯერსის წინააღმდეგ ხელის სერიოზული დაზიანება მიიღო. ქეცბაია აეკს ლამაზი ფეხბურთის თამაშში, საბერძნეთის სუპერ თასის და თასის მოგებაში დაეხმარა".

3. გიორგი ქინქლაძე - "გიორგი ქინქლაძე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია და ის შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა. მისი საფეხბურთო კარიერა მრეტები თბილისში დაიწყო, შემდეგ კი დინამო თბილისთან ერთად სამჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი, რასაც ორი თასიც დაურთო. გარდა ამისა, გიორგი ორჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. დინამოდან ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში გადავიდა, სადაც მისმა განუმეორებელმა საფეხბურთო მონაცემებმა, ის გულშემატკივართა გმირად აქცია. გარდა ამისა, ქინქლაძემ მანჩესტერ სიტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ ორ სეზონში მოიგო. ქინქლაძე სანაკრებო დონეზე პირველად 1994/1995 წლებში უელსის წინააღმდეგ გამოირჩა.

4. შოთა არველაძე - "შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია, რომელიც სულ ახლახანს გაათავისუფლეს ჰალ სიტიდან. შოთა თამაშობდა დინამოში, ტრაბზონსპორში, აეკში, აიაქსსა და რეინჯერსის რიგებში. ის ქართველებს შორის საუკეთესო ბომბარდირია 291 გოლით საკლუბო, ხოლო 26 გოლით სანაკრებო დონეზე. აღსანიშნავია, რომ სანამ უეფას თასს ევროპა ლიგა დაერქმეოდა, მანამდე ტურნირზე გატანილი გოლებით არველაძე მესამე ადგილს იკავებდა".

5. ზურაბ ხიზანიშვილი - "ხიზანიშვილი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს U21-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მისი კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, სადაც ხიზანიშვილი მხოლოდ 1 წლის განმავლობაში დარჩა, რის შემდეგაც სათამაშო დროის მისაღებად საფეხბურთო კლუბ თბილისს შეურთდა. ზურაბ ხიზანიშვილს ინგლისურ ბლექბერნშიც უთამაშია, სანაკრებო დონეზე კი 93 მატჩი აქვს გამართული".

6. ლევან კობიაშვილი - "კობიაშვილი ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრია. ლევანის ძირითადი პოზიცია მარცხენა ფლანგზე შემტევად, ან შედარებით უკანა რიგებში იყო. მას სამ გერმანულ კლუბში უთამაშია, ესენია: ფრაიბურგი, შალკე და ჰერტა. კობიაშვილს ნაკრებში 100 შეხვედრა აქვს გამართული, რითაც რეკორდი აქვს დამყარებული. გარდა ამისა, ქართველმა მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა ხორვატიის ნაკრებს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე".

7. გურამ კაშია - "გურამი ცენტრალურ მცველად სლოვან ბრატისლავაში თამაშობს და საქართველოს ნაკრების კაპიტანია. გარდა სლოვაკური გუნდისა, ქართველს დინამო თბილისშიც უთამაშია, საიდანაც ნიდერლანდურ ვიტესში გადაბარგდა, გურამი ვიტესშიც კაპიტანი იყო. 8 წლის განმავლობაში, გურამმა ვიტესის მაისურით 292 ოფიციალური მატჩი გამართა, 24 გოლი გაიტანა და ნიდერლანდების თასიც მოიგო (2017 წელს)".

8. გიორგი ნემსაძე - "გიორგი ნემსაძე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია და მას ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: დანდი, გრასჰოფერი, ტრაბზონსპორი და რეჯიანა. აღსანიშნავია, რომ დანდის ფანებს გიორგი ძალიან უყვართ, მიზეზი კი მისი სათამაშო მონაცემები გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ნემსაძეს დანდის დიდების დარბაზის წევრობის სტატუსი მიანიჭეს და მან საეთაშორისო ჯილდოც მიიღო 2010 წელს".

9. კახა კალაძე - "კახა კალაძე თბილისის ამჟამინდელი მერია. კალაძემ საქართველოში 1996-2011 წლებში ითამაშა, მისი სათამაშო პოზიცია კი, ცენტრალური და მარცხენა მცველი იყო. კახა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი 4-ჯერ გახდა (2001, 2003, 2006, 2011 წლებში) და მიჩნეულია, როგორც ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი".

10. ჯაბა კანკავა - "ჯაბა კანკავა დაცვითი ტიპის ნახევარმცველია და ის სლოვან ბრატისლავაში თამაშობს. კანკავას უთამაშია დინამო თბილისში, რეიმსში, ალანია ვლადიკავკაზში, არსენალ კიევსა და დნიპროში. მას მოგებული აქვს საქართველოს თასი და ევროპა ლიგაზე სლავია პრაღას გამარჯვების გოლი გაუტანა, რისი წყალობითაც თავის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ჯაბამ 2022 წლის 27 იანვარს სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და გუნდს 62-ჯერ უკაპიტნა".

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვებულია (თუნდაც კახა კალაძის "მილანი" და თემურ ქეცბაიას "ნიუკასლი"), მაინც სასიხარულოა, რომ უცხოური გამოცემები ქართული ფეხბურთით ინტერესდებიან, რაც, რასაკვირველია, ბოლოდროინდელი შედეგებიდან მომდინარეობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი