ვილიარეალმა დაადასტურა - ალეხანდრო ბაენა ფედე ვალვერდეს პოლიციაში უჩივლებს » სპორტის ხაზი

ვილიარეალმა დაადასტურა - ალეხანდრო ბაენა ფედე ვალვერდეს პოლიციაში უჩივლებს

ვილიარეალმა დაადასტურა - ალეხანდრო ბაენა ფედე ვალვერდეს პოლიციაში უჩივლებს
10-04-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში რეალი ვილიარეალს ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დამარცხდა.

წესით, ეს შეხვედრა სერამიკაზე შეკრებილ გულშემატკივრებს ანგარიშის დატრიალებისა და სამუ ჩუკვუეზეს გენიალური გოლების გამო უნდა დამახსოვრებოდათ, თუმცა ალეხანდრო ბაენასა და ფედე ვალვერდეს შორის არსებულმა კონფლიქტმა სიტუაცია ბოლომდე შეცვალა.

საქმე ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვილიარეალის ფეხბურთელმა ურუგვაელს მატჩის დასრულებისას შემდეგი რამ უთხრა: "მიდი, დროა იტირო, შენი შვილი არ დაიბადება", - ამაზე კი ვალვერდეს უმკაცრესი რეაქცია ჰქონდა, რის ფონზეც ბაენას მუშტი დაარტყა.

დღეს, ვილიარეალის გვერდის გავლით დადასტურდა, რომ ალეხანდრო ბაენა ვალვერდესთვის პოლიციაში ჩივილს აპირებს, თავად "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კი თავის ფეხბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი