"ახალი გუნდით მთელმა ერმა უნდა იამაყოს" - საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს! » სპორტის ხაზი

"ახალი გუნდით მთელმა ერმა უნდა იამაყოს" - საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

"ახალი გუნდით მთელმა ერმა უნდა იამაყოს" - საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
10-04-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ჩვენი გუნდის დამრიგებელი ისრაელიდანაა, ის ირის ანტმანი გახლავთ, რომლის სამწვრთნელო გამოცდილების შესახებ აქვე მოგიყვებით:

ანტმანი აქამდე ისრაელის ქალთა 17 და 19 წლამდე ნაკრებებს წვრთნიდა. გარდა ამისა, ირისი ეროვნულ ნაკრებში ასისტენტად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, ის 13 წლის განმავლოაში ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა (გარკვეული ხნით კაპიტანიც კი იყო).

"ჩვენ ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ, რომლითაც მთელი ერი იამაყებს. მჯერა, რომ შრომითა და თავდადებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება." - ირის ანტმანი

ცნობისთვის, 2023/2024 წლის ერთა ლიგის წილისყრა 2 მაისს შვეიცარიაში გაიმართება, ჩვენი ნაკრები კი C ლიგაში იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი