კლოპი: “მიკვირს, როგორ ვერ მოვიგეთ” » სპორტის ხაზი

კლოპი: “მიკვირს, როგორ ვერ მოვიგეთ”

კლოპი: “მიკვირს, როგორ ვერ მოვიგეთ”
10-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურია ცენტრალურ მატჩში “ლივერპულმა” ენფილდზე “არსენალი” მიიღო. ლონდონელები მატჩს დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 იგებდნენ, თუმცა კლოპის შეგირდებმა სხვაობის აღმოფხვრა მოახერხეს და ერთი ქულა მოიპოვეს.

მატჩის შემდგომ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მატჩი “ლივერპულს” უნდა მოეგო:

“ამ სეზონისთვის ჩვენთვის დამახასიათებელი თამაში იყო. სრულიად გახსნილი, რომელშიც მეტოქემ პირველივე ორი მომენტი გამოიყენა. მაგრამ, სწორი რეაგირება გვქონდა. მატჩი საბოლოოდ სანახაობრივი გამოვიდა. ვერ ვხვდები, რანაირად ვერ მოვიგეთ ბოლო წუთებზე.

არც გახარებული ვარ ახლა და არც დამწუხარებული. ფრეს ნორმალურად ვუყურებ. არსენალი კარგი იყო, მაგრამ შეეძლო და უნდა წაეგო ეს მატჩი. მათ ეს ქულა უფრო უნდა უხაროდეთ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი