"კვარამ დრიბლინგები სიღრმისკენ უნდა მიმართოს" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"კვარამ დრიბლინგები სიღრმისკენ უნდა მიმართოს" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

"კვარამ დრიბლინგები სიღრმისკენ უნდა მიმართოს" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
9-04-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ კროლმა იტალიურ მედიასთან ლუჩანო სპალეტის გუნდისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ვიმედოვნებ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება. ლუჩანო სპალეტისთან ერთად ნაპოლიმ შიდა ჩემპიონატში საოცრად ითამაშა, თუმცა ნორმალურია ფაქტი, როდესაც კარგი გუნდები თავიანთ თამაშს ვერ პოულობენ, როგორც ეს მილანთან მოხდა. მათ ჩემპიონთა ლიგაშიც დაგვამახსოვრეს თავი, განსაკუთრებით აიაქსისა და ლივერპულის წინააღმდეგ, ასევე სერია A-ში მილანის დამარცხებაც შეძლეს. იმედი მაქვს, რომ 1/4 ფინალის ორმატჩიან დუელში ნაპოლის გამოცდილება ხელს არ შეუშლის."

"აგრესიის გარეშე არ უნდა ითამაშო, ის ნაპოლის როგორც დაცვაში, ისე შეტევაში აქვს, თუმცა მილანთან მათი დანახვა ვერ შევძელი."

"ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას უმეტესი დრიბლინგი მოედნის კიდისკენაა მიმართული. რეალურად, მას სჭირდება, რომ ბურთი სიღრმისკენ წაიღოს, რათა უფრო ეფექტური და პროდუქტიული გახდეს."
- თქვა კროლმა

ცნობისთვის, ნიდერლანდელი ნაპოლიში 1980-1984 წლებში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი