საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად სლოვან ბრატისლავას მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ქართული ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა.
"მომავალში ხვიჩას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და ოქროს ბურთიც მოიგოს.
მისთვის ნაპოლი და მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იდეალური ვარიანტია. წარმატებას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვუსურვებ მათ, მაგრამ ნაპოლი ხვიჩას კარიერაში 100 პროცენტით ბოლო კლუბი არ არის - მას თამაში ინგლისის და ესპანეთის დიდ გუნდებშიც შეუძლია, მოკლედ ხვიჩას წინ დიდი მომავალი ელის", - განაცხადა ვაისმა.