“გუნდს იმედი დაუბრუნა” - როგორ ეხმაურება მედია ლოჩოს გოლს » სპორტის ხაზი

“გუნდს იმედი დაუბრუნა” - როგორ ეხმაურება მედია ლოჩოს გოლს

“გუნდს იმედი დაუბრუნა” - როგორ ეხმაურება მედია ლოჩოს გოლს
9-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში “კრემონეზე” “სამპდორიას” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-2 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა იტალიური კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, თანაც მაშინ, როცა “კრემონეზე” 1-2 მარცხდებოდა.

ვნახოთ, რას წერენ მასზე მედიაში:

Tuttomercatoweb - “დაცვაში იდეალურად არ უთამაშია, კონცენტრაციას კარგავდა, თუმცა თამაშის მიწურულს გოლი მკერდით გაიტანა და კრემონულ გუნდს იმედი დაუბრუნდა, შეტევაში კარგად ჩაერთო.”

Calciomercato - "ლამერსის მიერ გატანილი გოლისას შეცდა, მან და ბიანკეტიმ დარტყმის საშუალება მისცეს, ვერ გაანეიტრალეს. ლოჩოშვილმა შეცდომა გოლით გამოისყიდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი