"შეიძლება ხვიჩას მილანთან ახალი პოზიცია ჰქონდეს" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"შეიძლება ხვიჩას მილანთან ახალი პოზიცია ჰქონდეს" - იტალიური მედია

"შეიძლება ხვიჩას მილანთან ახალი პოზიცია ჰქონდეს" - იტალიური მედია
9-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვიქტორ ოსიმენის თამაში საეჭვოა, ჯოვანი სიმეონემ კი ლეჩესთან შეხვედრაში მუხლის დაზიანება მიიღო.

სწორედ ასეთი სურათის ფონზე იტალიურ მედიაში საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ხვიჩას ახალ სათამაშო პოზიციას შეეხება:

"შესაძლოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მილანის წინააღმდეგ სპალეტის ტაქტიკური გასაღები იყოს. ეს იმიტომ, რომ გუნდის ძირითადი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი დაშავებულია, ჯოვანი სიმეონემ კი ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში მიიღო. ამდენად, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხელმისაწვდომი მხოლოდ რასპადორი რჩება, რომელმაც თამაში ცოტა ხნის წინ განაახლა და იდეალურ ფორმაში არც ის იმყოფება."

"ნაპოლიში შეიქმნა მოცემულობა, რომელიც საჭიროს ხდის, რომ ცრუ 9-იანის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშოს, რომელიც მისი ბუნებრივი ადგილი არ არის, თუმცა იქ თამაშის გამოცდილება ხვიჩას ნამდვილად აქვს, თუნდაც ეროვნული ნაკრების მაისურით. გარდა ამისა, ლეჩესთან სიმეონეს გასვლის შემდეგ კვარამ სწორედ ამ პოზიციაზე დაიწყო თამაში. მოკლედ, მას შეუძლია, რომ მოულოდნელობის ეფექტით მილანის მცველების დეზორიენტაცია გამოიწვიოს, რისთვისაც კვარას შესაბამისი უნარები და თვისებები გააჩნია."
- წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 12 აპრილს სან სიროზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი