"გიორგი მიქაუტაძე მიყვარს და ვაფასებ, თუმცა.." - რაზე ისაუბრა მეცის დამრიგებელმა? » სპორტის ხაზი

"გიორგი მიქაუტაძე მიყვარს და ვაფასებ, თუმცა.." - რაზე ისაუბრა მეცის დამრიგებელმა?

"გიორგი მიქაუტაძე მიყვარს და ვაფასებ, თუმცა.." - რაზე ისაუბრა მეცის დამრიგებელმა?
8-04-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა და ახლა ის 6 მილიონ ევროს შეადგენს, რის გამოც ქართველი თავდამსხმელი საფრანგეთის მეორე დივიზიონის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

გიორგის გამოსარჩევი სეზონის შესახებ კითხვა მეცის მთავარ მწვრთნელს, ლასლო ბოლონის დაუსვეს, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონკრეტული ფეხბურთელების ყველასგან გამოცალკევებას არ აპირებს:

"ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს, რის გამოც ძალიან ვაფასებ და მიყვარს. გიორგი მიქაუტაძესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა არ მსურს, რომ მეციდან კონკრეტული მოთამაშეები გამოვარჩიო, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია და წარმატებასაც გუნდურად ვაღწევთ." - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა

ცნობისთვის, მეცი ლიგა 2-ის მესამე პოზიციას 51 ქულით იკავებს და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს 2 ქულით ჩამორჩება, თავად გიორგი მიქაუტაძე კი ბომბარდირთა დავას 15 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი