"მეც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად ვთამაშობდი" - მალდივის კუნძულების ნაკრების თავკაცი » სპორტის ხაზი

"მეც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად ვთამაშობდი" - მალდივის კუნძულების ნაკრების თავკაცი

"მეც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად ვთამაშობდი" - მალდივის კუნძულების ნაკრების თავკაცი
7-04-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მადლივის კუნძულების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო მორიერომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში ისიც კვარასავით თამაშობდა.

54 წლის მორიეროს Napoli Online-მ კითხვა იმის შესახებ დაუსვა, აიყვანდა თუ არა საკუთარ ნაკრებში ფრანჩესკო ხვიჩა კვარაცხელიას, მან კი ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა:

"ნაპოლიდან თუ ერთი ფეხბურთელის წაყვანა შემეძლებოდა, ეს უეჭველად ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა, რომლის თამაშიც მუდმივად მაოგნებს. სიმართლე გითხრათ, ის ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს, რადგან მეც ზუსტად ისეთივე სათამაშო სტილი მქონდა, როგორიც მას აქვს, უბრალოდ ხვიჩა ფიზიკურად უფრო ძლიერია."

"ხვიჩა კვარაცხელიაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მუდმივად მეტოქის მოტყუებაზე მიდის და თამაშის გამწვავებას ცდილობს. დიდი ხანია, რაც სერია A-ში მისი მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს. როგორც წესი, ახალბედებს იტალიაში პირველი სეზონის კარგად ჩატარება უჭირთ ხოლმე, თუმცა ქართველის შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებულია.
" - თქვა მორიერომ

ცნობისთვის, ფრანჩესკო მორიერო ნაპოლიში 2000-2002 წლებში თამაშობდა, რა დროშიც მან 24 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი