"ითამაშებს თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგაში? - დიდი შანსია, რომ.." - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ითამაშებს თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგაში? - დიდი შანსია, რომ.." - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია

"ითამაშებს თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგაში? - დიდი შანსია, რომ.." - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია
7-04-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლუჩანო სპალეტის ნაპოლი ლეჩეს ესტუმრება და შეეცდება, რომ მილანთან განადგურების შემდეგ ხასიათი გამოისწოროს.

ამ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა:

მილანთან დიდი სხვაობით წაგება

"აქამდე ბევრი თქვენგანი ამახვილებდა ყურადღებას ნაპოლის უნაკლოებაზე, თუმცა თქვენს ქებას თავდამბლობით ვხვდებოდით, მიზეზი კი ისაა, რომ ნაკლი ჩვენც გვაქვს, ისევე როგორც ყველას. სტეფანო პიოლი ამ მატჩს წაგების შიშით შეხვდა, რადგან მათ წინა შეხვედრა და სატურნირო მდგომარეობა კარგად ახსოვდათ. სწორედ ამიტომ, მილანს იმ შეხვედრაში უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდა, ვიდრე ჩვენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ მოიგებ და წაგებაში ტრაგიკული არაფერია. უბრალოდ, დღეიდან კარგად ვიცით, რომ სკუდეტოს მოგება მძიმე ბრძოლების გადატანის გარეშე არ გამოგვივა. ჩვენ მხოლოდ მაშინ ჩავთვლით თავს გამარჯვებულად, როდესაც ყველანაირი მათემატიკური შანსი მოისპობა."

ვიქტორ ოსიმენის ტრავმა და მისი დაბრუნების თარიღი

"ის ხვალ ვერ ითამაშებს, ამის შანსი 0-ია. მის მდგომარეობას მომდევნო კვირაში დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ. ამ ეტაპზე გეგმას მივყვებით და ამავე გეგმის მიხედვით, ოსიმენი მილანთან დიდი ალბათობით ითამაშებს."

ტიფოზები და აკრძალვა, რომელიც მათ შეეხო

"რასაკვირველია, მათი დახმარებით ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ და მათზე უარს არასდროს ვიტყოდი. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ისეთი გულშემატკივრები უნდა გაიფილტრონ, რომლებიც ტრიბუნებზე არეულობისთვის მოდიან. ნაპოლის გამორჩეული ტიფოზები ჰყავს და მათი ნახვა უდიდესი სიამოვნების წყაროა, ისინი ფეხბურთის ვნებით ცხოვრობენ. ჩვენს გუნდში ყოველთვის არის საუბარი იმის შესახებ, რომ მატჩების მოგება სწორედ მათი გულისთვის უნდა შევძლოთ." - ლუჩანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება 21:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი