საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში “მეცმა” შინ “ლავალი” მიიღო და გიორგი მიქაუტაძის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთის წყალობით იმარჯვა. ქართველი ფეხბურთელისათვის ეს მე-15 გოლი გახლდათ შიდა ჩემპიონატში. იგი აქტიურად განაგრძობს ბრძოლას საუკეთესო ბომბარდირობისათვის.
სრულიად დამსახურებულად გიორგი მიქაუტაძე 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.