მიქაუტაძე ლიგა 2-ის წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე ლიგა 2-ის წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

მიქაუტაძე ლიგა 2-ის წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1-02-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

შესანიშნავი თამაშის წყალობით, მეცის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებმა საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

მეცის ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-მა მარცხენა შემტევის ამპლუაში კიდევ ოთხ ნომინანტთან ერთად დაასახელა – გულშემატკივრებმა კი უპირატესობა მიქაუტაძეს მიანიჭეს.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, მეტი მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელმა, ჯოშ მაიამ მოახერხა (11 გოლი + 3 პასი).

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად მეციდან კიდევ სამი ფეხბურთელი იყო ნომინირებული, მაგრამ გულშემატკივრებმა პირველ ადგილზე და, შესაბამისად, სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ მიქაუტაძე დაასახელეს.

მიქაუტაძე ლიგა 2-ის წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი