"ნაპოლის ყველაზე ღირებული წევრი ოსიმენია და არა ხვიჩა" - ლუჩანო მოჯი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ყველაზე ღირებული წევრი ოსიმენია და არა ხვიჩა" - ლუჩანო მოჯი

"ნაპოლის ყველაზე ღირებული წევრი ოსიმენია და არა ხვიჩა" - ლუჩანო მოჯი
4-04-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორი სახელად ლუჩანო მოჯი ნაპოლისა და მილანის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც მოჯიმ თქვა, ნეაპოლელთა ყველაზე ღირებული წევრი არა ხვიჩა, არამედ ვიქტორ ოსიმენია და მის გარეშე გუნდის პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა:

"ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია, რადგან მინდორზე მთავარ განსხვავებას სწორედ ის ქმნის. ვიღაცები ფიქრობენ, რომ ამას ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს, თუმცა ეს ასე არაა. მაშინ როდესაც ნიგერიელი ფორვარდი არ თამაშობს, ნაპოლი უბრალოდ იტანჯება და წვალობს, ხოლო მისი მოედანზე ყოფნით გუნდი უდიდეს ძალას იღებს." - თქვა ლუჩანომ

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ნაპოლი 71 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაციოს 16 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი