სესკ ფაბრეგასმა "არსენალის" საჩემპიონო შანსები შეაფასა » სპორტის ხაზი

სესკ ფაბრეგასმა "არსენალის" საჩემპიონო შანსები შეაფასა

სესკ ფაბრეგასმა "არსენალის" საჩემპიონო შანსები შეაფასა
2-10-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ჩრდილო ლონდონური დერბის შემდეგ, რომელიც "არსენალმა" 3:1 მოიგო, სესკ ფაბრეგასმა არტეტას გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა BT Sport-თან თქვა: "ჩემთვის ერთადერთი კითხვის ნიშანი ევროპა ლიგის გარშემო ტრიალებს, რადგან თამაშები, შესაძლოა, რომ ტერიტორიულად ძალიან შორს იყოს, რაც ფეხბურთელების ძილის რეჟიმზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. რეალურად, ტრანსპორტირება გუნდს დილის 4 საათზე დაბრუნებას აიძულებს, შემდეგ კი შიდა ჩემპიონატში მალევე მატჩის გამართვას".

"ეს ყველაფერი იოლი სულაც არ არის და ძალიან მაინტერესებს, თუ რამდენად გაართმევს თავს მიკელ არტეტას გუნდი მსგავს გამოწვევებს. თუმცა, მჯერა, რომ ისინი სირთულეების დასაძლევად სწორ ადგილას იმყოფებიან", - სესკ ფაბრეგასი.

შეგახსენებთ, რომ "არსენალი" დერბის მოგებით პირველ პოზიციაზე 21 ქულით გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი