იტალიურ მედიაში ვრცელდება ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის კომენტარი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ახალ კონტრაქტს შეეხება. როგორც იცით, ამის შესახებ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი იწერება, თუმცა თავად კლუბის პრეზიდენტი ყველანაირ სიახლეს უარყოფს:
"კვლავ ხვიჩასა და მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მესაუბრებით? - ამაზე მეტი აღარაფერი მკითხოთ, რადგან მას ჩვენთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და არანაირი სიახლე არ იგეგმება. ჩვენსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის შეთანხმება უკვე შემდგარია, მეტს ნუღარაფერს მკითხავთ." - თქვა დე ლაურენტისმა
ადგილობრივ მედიაში ყურადღება უმეტესად ხვიჩა კვარაცხელიას გაზრდილ ხელფასზე მახვილდებოდა, რათა ნაპოლის მისი შენარჩუნების ძლიერი ბერკეტი შეექმნა, თუმცა მსგავს ინფორმაციას ნაპოლის პრეზიდენტი გამუდმებით სიცრუეს უწოდებს მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ საკმაოდ გავლენიანი იტალიური წყაროები წერენ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 14 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს მითვლილი.