"ყველამ ერთად ვიყვიროთ, - კვა რა დო ნა" | რუსები ხვიჩა კვარაცხელიათი მორიგ ჯერზე აღფრთოვანდნენ » სპორტის ხაზი

"ყველამ ერთად ვიყვიროთ, - კვა რა დო ნა" | რუსები ხვიჩა კვარაცხელიათი მორიგ ჯერზე აღფრთოვანდნენ

"ყველამ ერთად ვიყვიროთ, - კვა რა დო ნა" | რუსები ხვიჩა კვარაცხელიათი მორიგ ჯერზე აღფრთოვანდნენ
3-04-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

რუსი ჟურნალისტები საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანებას ვეღარ მალავენ.

მათი სპორტული არხი, კერძოდ "Match TV" ქართველი შემტევის მიერ სერია A-ში, ერთ სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის სამჯერ მოპოვებას შემდეგნაირად ეხმაურება:

"ხვიჩა სერია A-ში სულ ახლახანს შეფრინდა და უკვე უნიკალური რეკორდი დაამყარა, მან იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში თვის საუკეთესოს ჯილდო 3-ჯერ მოიპოვა, თანაც წინ კიდევ 11 ტურია."

"კვარაცხელიას მიღწევები წარმოუდგენელი და განსაცვიფრებელია. რთულია, რომ მისი გენიით არ მოიხიბლო! ყველამ ერთად ვიყვიროთ, კვა-რა-დო-ნა!"
- წერია მათ ოფიციალურ გვერდზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი