ხვიჩა კვარაცხელიას ატალანტას კარში გატანილ ზღაპრულ გოლს ნორვეგიელი ჟურნალისტები გადაცემა "VG LIVE-ში" გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მათი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში ყველაზე მეტად სწორედ კვარას უნდა უფრთხოდეს:
"ეს ბიჭი შეუჩერებელია, მას შეუძლია, რომ მარადონას სახელობის სტადიონზე ატმოსფერო დადებითობისკენ შეცვალოს, ნაპოლი კი სულ სხვა დონეზე აიყვანოს. მისი მეტსახელი ბევრ რამეზე მიუთითებს, ამიტომ ნორვეგია საქართველოსთან მატჩში ამ ბიჭს უნდა უფრთხოდეს."
სხვათაშორის, მედიაში ნაპოლის ნორვეგიელი მცველის, კერძოდ ოსტიგორის კომენტარიც გავრცელდა, რომელმაც ხვიჩაზე ისაუბრა:
"კვარაცხელია ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული ფეხბურთელია. ამ ყველაფერს ვარჯიშებზე თვალს ვადევნებ და არ დამითვლია მისი წარმატებული მცდელობები, ამას ძალიან ხშირად აკეთებს, მის წინააღმდეგ თამაში ურთულესია."
ცნობისთვის, საქართველო და ნორვეგია ერთმანეთში 28 მარტს ითამაშებენ, მატჩი ბათუმში გაიმართება.