ამას აღარავინ ელოდა | რეალში აზარმა ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა » სპორტის ხაზი

ამას აღარავინ ელოდა | რეალში აზარმა ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ამას აღარავინ ელოდა | რეალში აზარმა ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა
3-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

"ამას აღარავინ ელოდა", - ეს სათაური ამ სტატიას ტყუილად არ შევურჩიეთ, რადგან ის თავიდან ბოლომდე ედენ აზარსა და მის რეალის შემადგენლობაში დაბრუნებას შეეხება.

საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში მადრიდელებმა ვალიადოლიდი 6:0 გაანადგურეს, 25 წუთი სათამაშოდ კი ედენ აზარმაც მიიღო, რომელმაც მატჩის ბოლოსკენ ლუკას ვასკესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ლა ლიგაში ბოლოს 1.5 წლის წინ მიიღო..

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, აზარი კარლო ანჩელოტისთვის თავის მოწონებას კვლავ ცდილობს და სურს, რომ რეალის მაისურით სრულფასოვანი სეზონი ერთხელ მაინც ჩაატაროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი