"თოფურიასა და ემეტის ბრძოლაში ვიღაცას დაანოკაუტებენ" - ბიგ ჯონი & ჯოშ ტომსონი » სპორტის ხაზი

"თოფურიასა და ემეტის ბრძოლაში ვიღაცას დაანოკაუტებენ" - ბიგ ჯონი & ჯოშ ტომსონი

"თოფურიასა და ემეტის ბრძოლაში ვიღაცას დაანოკაუტებენ" - ბიგ ჯონი & ჯოშ ტომსონი
4-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

უდიდესი ალბათობით, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს, ამის შესახებ ილიამ სოციალურ ქსელში პოსტერი უკვე გამოაქვეყნა.

ქართველისა და ამერიკელის პოტენციურ დაპირისპირებაზე ჯონ მაკარტიმ (UFC-ის ყოფილი მსაჯი) და ჯოშ ტომსონმა (ყოფილი მებრძოლი) ისაუბრეს, რომლებმაც ერთხმად დაასკვნეს, რომ ამ ბრძოლაში ნოკაუტი აუცილებლად იქნება:

"წესით, მშვენიერი ორთაბრძოლა უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე მათგანი ფეხზე მყარად იდგება და მათი პრიორიტეტი არა თავდაცვა, არამედ მეტოქეზე შეტევა და მისი ცემა იქნება. ილიას შემთხვევაში უპირატესობა ისაა, რომ ის თეიქდაუნებში კარგია. გარდა ამისა, ემეტმა თოფურიას ქალფ ქიქებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება."

"კარგი ბრძოლა უნდა გამოვიდეს, დასამახსოვრებელი. დიდი შანსია, რომ ვინმე დანოკაუტდეს, თუმცა არ ვიცი ეს ვინ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება მსაჯების გადაწყვეტილებამდე ვერ მიაღწევს."
- ითქვა MMA-ის პოდკასტში

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის დაგეგმილი ბრძოლა 18 ივნისისთვისაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი