“ასეთი თამაშის შემდეგ მისი როლი გაორმაგდა” - იტალიური მედია ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

“ასეთი თამაშის შემდეგ მისი როლი გაორმაგდა” - იტალიური მედია ხვიჩაზე

“ასეთი თამაშის შემდეგ მისი როლი გაორმაგდა” - იტალიური მედია ხვიჩაზე
3-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. “ნაპოლიმ” დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე “მილანი” მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში ქომაგთა უმეტესობისთვის გასაკვირად “როსონერიმ” ფაქტობრივად გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 იმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მატჩში 90 წუთით დაიტვირთა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, “პარტენოპეის” 77-ე ნომერმა მილანელთა კარის აღება ვერ მოახერხა. იტალიური მედია კი მის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

CalcioNapoli24 – 4.5 ქულა: “რამდენიმე დრიბლინგი ჰქონდა, რომლითაც სტადიონი გააგიჟა, მაგრამ დაცვა ვერ გაარღვია. კალაბრია ყოველთვის სიღრმეში ელოდა და ანეიტრალებდა. არადამაჯერებელი იყო, ისევე როგორც მთელი გუნდი.”

Goal.com – 5.5 ქულა: “გუნდის ასეთი თამაშის შემდეგ მისი როლი სისტემურად გაორმაგდა. ცდილობდა განათებას, მაგრამ შორიდანვე კარგავდა ძალას. ბოლოსკენ ჩვეულ თამაშს დაუბრუნდა, თუმცა უკვე გვიანი იყო.”

Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: “ქართველი შემტევი მარცხენა ფლანგიდან მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა ცეცხლის დანთებას, მაგრამ ჩვეული სტანდარტებით გოლის გატანა ვერ შეძლო. ლეაუსთან ისრებით დუელიდან მოტეხილი ძვლებით გამოვიდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი