გალტიე : "მესი ბედნიერია. და როცა ის ბედნიერია, გუნდიც კარგად თამაშობს" » სპორტის ხაზი

გალტიე : "მესი ბედნიერია. და როცა ის ბედნიერია, გუნდიც კარგად თამაშობს"

გალტიე : "მესი ბედნიერია. და როცა ის ბედნიერია, გუნდიც კარგად თამაშობს"
2-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი გამაჯვების შემდეგ, "პსჟ"- ს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფე გალტიემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ლეო მესიზე ისაუბრა.

"ყოველ დილით სიამოვნებას ვიღებ, როცა მესის ვარჯიშზე ვხედავ. ის ჭეშმარიტად ალტრუისტი მოთამაშეა, რომელიც თამაშს განაგებს და მუდმივად იგებს. ასეთ ფორმაში მყოფს, მას კვლავ შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო იყოს. მესი ბედნიერია. და როცა ის ბედნიერია, გუნდიც კარგად თამაშობს" - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

გუშინ არგენტინელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ფრანგული კლუბის მაისურით და თავის კარიერაში ჯარიმიდან მე-60 გოლის გატანაც მოახერხა.

იხილეთ 35 წლის ფეხბურთელის ჯარიმა "ნიცას" წინააღმდეგ:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი