"ეშინია თუ არა ჩვენი ნაპოლის? ალბათ.." - სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ეშინია თუ არა ჩვენი ნაპოლის? ალბათ.." - სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია

"ეშინია თუ არა ჩვენი ნაპოლის? ალბათ.." - სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია
1-04-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლი მილანს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ მოპოვებული ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყაროს.

ამ შეხვედრის წინ, მილანის დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხი მიმოიხილა, გთავაზობთ მას:

"მომდევნო 2 თვე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება, რომელსაც, იმედი მაქვს, რომ მაღალ დონეზე ჩავატარებთ. ჩვენი ბევრს არ სჯერა, მათ მიაჩნიათ, რომ ნაპოლის დამარცხება არ შეგვიძლია, თუმცა შარშანაც დავამტკიცეთ, რომ მილანის შეფასებაში ცდებოდნენ. ეს სეზონი მილანისთვის ან დიდებულად დასრულდება, ან ძალიან ნეგატიურად. მთავარი ისაა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მილანისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი ვითამაშოთ, ასე კი ნაპოლის დამარცხება შეგვეძლება."

"ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია და ისინი მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. ნაპოლი შესანიშნავად გამოიყურება როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გუშინ დე ლაურენტისმა აღნიშნა, რომ მილანთან ასეთი ხშირი ინტერვალით თამაშს არ ემხრობა, ვიღაცებმა კი იფიქრეს, რომ მას ჩვენი ეშინია, თუმცა უკეთესია ამის შესახებ თავად აურელიოს ჰკითხოთ."

"ცხადია, ვიქტორ ოსიმენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა ნაპოლიმ თავისი სიძლიერე მის გარეშეც არაერთხელ დაამტკიცა, მათ შორის ჩვენს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე ორიენტირებულები არ ვართ."

"ჩემი აზრით, ნაპოლის უმთავრესი უპირატესობა სტაბილურობაში მდგომარეობს, მათ ისეთი შეხვედრები მოიგეს, როგორებსაც ადრე ვერ იგებდნენ ხოლმე. ვფიქრობ, პირველ წრეში მათთან 0 ქულა არ დაგვიმსახურებია, რადგან კარგად ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, ახლა სეზონის ახალი ნაწილი იწყება და გვსურს, რომ ის უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ."
- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი