უსიამოვნო შემთხვევა - მონტიელის ბრალი გაუპატიურებაში დასდეს » სპორტის ხაზი

უსიამოვნო შემთხვევა - მონტიელის ბრალი გაუპატიურებაში დასდეს

უსიამოვნო შემთხვევა - მონტიელის ბრალი გაუპატიურებაში დასდეს
1-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, “სევილიასა” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს, გონსალო მონტიელის ბრალი ჯგუფურ გაუპატიურებაში ედება. წყარო აღნიშნულ ცნობას დაზარალებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. მოსარჩელე მხარემ საჩივარი 30 მარტს არგენტინის სასამართლოში შეიტანა.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 2019 წლის 1 იანვრით თარიღდება. მონტიელი გოგონას გარკვეული დროის მანძილზე ხვდებოდა. მსხვერპლის თქმით, სპორტსმენმა ჯერ ოჯახთან შესახვედრად მიიწვია, ხოლო ამის შემდგომ კი დაჟინებით მოითხოვა წვეულებაზე წასვლა. დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, მოდელი სასმელის მცირე დოზის მიღების შემდგომ გონებაზე აღარ იყო და გაუპატიურების შემდეგ სახლიდან გააგდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი