ლიგა 2-ის აღმოჩენები | გიორგი მიქაუტაძე გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს! » სპორტის ხაზი

ლიგა 2-ის აღმოჩენები | გიორგი მიქაუტაძე გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს!

ლიგა 2-ის აღმოჩენები | გიორგი მიქაუტაძე გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს!
1-04-2023, 17:48
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულ მედიაში ლიგა 2-ის აღმოჩენების შესახებ დაწერეს, რის ფარგლებშიც საუბარი საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზეც იყო, რომელიც შიდა ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად ლიდერობს.

Footmercato-მ გიორგი მიქაუტაძეს თავისი გუნდის X ფაქტორი უწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება:

"მიქაუტაძე მეცის გამორჩეული ფეხბურთელია. მან 28 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა, რაც ნათლად მიუთითებს ამავე ფეხბურთელის ფანტასტიკურ სათამაშო ფორმაზე. გარდა მეცში კარგი თამაშისა, გიორგი არანაკლებ დამაჯერებელი იყო ბელგიის ჩემპიონატის მეორე და პირველ დივიზიონებში, სადაც მან 19 და 9 გოლი გაიტანა."

"გიორგი მიქაუტაძე მხოლოდ ბომბარდირი არაა, რადგან მისი საგოლე პასების მაჩვენებელი აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებს. ამ ფეხბურთელს შეუძლია, რომ მეცს ლიგა 1-ში დასაბრუნებელ გზაზე გაუძღვეს, რაც მიქაუტაძისთვის უმაღლეს დივიზიონში უკეთეს პერსპექტივებს გააჩენს."
- წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ მეცი ლიგა 2-ის მე-4 პოზიციას 48 ქულით იკავებს, ლიგა 1-ში დასაწინაურებელ ადგილამდე კი სულ რაღაც 2 ქულა აშორებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი