პატარა ბიჭი, რომელსაც ოცნება აუხდა - იოანე ხვიჩას თამაშს ნეაპოლში დაესწრება » სპორტის ხაზი

პატარა ბიჭი, რომელსაც ოცნება აუხდა - იოანე ხვიჩას თამაშს ნეაპოლში დაესწრება

პატარა ბიჭი, რომელსაც ოცნება აუხდა - იოანე ხვიჩას თამაშს ნეაპოლში დაესწრება
31-03-2023, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო გვერდი MatchDay სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

"ფოტოზე იოანე ჯიშკარიანია. ახალ წელს ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ლომისის ბავშვთა სახლს როცა ვესტუმრეთ, იქ გავიცანით პატარა იოანეც, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი, ხშირად დადის საქართველოს ნაკრების მატჩებზე. ჩვენი სოციალური პროექტის ფარგლებში იოანე ფეხბურთზე შევიყვანეთ - ის ს.კ უქიმერიონი / FC Uqimerioni-ში დადის. ისეთი გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვია, ამასთანავე მონდომებულიც, რომ ფეხბურთზე შესვლიდან 2-3 კვირაში აკადემიის პირველ გუნდში დააწინაურეს."

"ამას წინ დავაანონსეთ, რომ ძალიან კარგი ხალხის, ჩვენი ემიგრანტების ხელშეწყობით, კატერინა კილაძის დახმარებით იოანე ნეაპოლში გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს დაესწრება. ჰოდა, დღეს დილით გაემგზავრა."

"ვენეცია, ვერონა, მილანი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელსაც იოანე ამ დღეებში დაათვალიერებს, 2 აპრილს კი ნეაპოლში, ნაპოლისა და მილანის მატჩს დაესწრება.
" - წერს აღნიშნული გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი