მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა » სპორტის ხაზი

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
30-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ისტორიაში მეორედ - ქართველი ქალი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონია. ეს ყველაფერი კი მერი არაბიძემ მოახერხა და საქართველოს დიდი წარმატება მოუტანა.

აღნიშნული ტურნირი მონტენეგროში გაიმართა. უნდა ითქვას, რომ მერი შეჯიბრის მანძილზე სტაბილურად ასპარეზობდა და ჩემპიონობამდე ფაქტობრივად უდანაკარგოდ მივიდა. არაბიძემ 11 ქულიდან 8.5-ის აღება მოახერხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მერის აგრეთვე მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაშიც აქვს პირველობა მოპოვებული და ბევრჯერ გამხდარა ოლიმპიადების გამარჯვებულიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.