"სიამოვნებით ვაქცევ თავმდაბალ ადამიანად" - ბრაიან ორტეგა ილია თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"სიამოვნებით ვაქცევ თავმდაბალ ადამიანად" - ბრაიან ორტეგა ილია თოფურიაზე

"სიამოვნებით ვაქცევ თავმდაბალ ადამიანად" - ბრაიან ორტეგა ილია თოფურიაზე
1-04-2023, 17:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას მომდევნო ჩხუბის გამართვა ბრაიან ორტეგასთან სურს, რომელმაც ილიას პასუხი გასცა და თქვა, რომ ახლა მისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცესია, ბრძოლა კი მომავალში აუცილებლად შედგება:

"ილია თოფურია ჩხუბის ჩანიშვნას მთხოვს, თუმცა ახლა აღდგენით პროცესს გავდივარ. ეს ბიჭი არ ჩერდება, მე კი თავში ორი აზრი მიტრიალებს: პირველი ისაა, რომ ცხოვრებაში შიში არავის მიმართ მქონია და მუდმივად საუკეთესოებთან ვჩხუბობდი, ისეთებთან, ხალხი რომ ოცნებობს. მეორე ჩემს სარეაბილიტაციო კურსს შეეხება, ჯერ ბრძოლის გამართვა ჯანმრთელობის გამო არ შემიძლია, შემდეგ კი ილია თოფურიას თავმდაბალ ადამიანაც დიდი სიამოვნებით ვაქცევ."

სხვათაშორის, ბრაიან ორტეგას ამ კომენტარს თავად ილია თოფურიაც გამოეხმაურა, გთავაზობთ მის პოზიციას:

"შენი მოსმენისას ერთადერთი განცდა მრჩება, - ჩემთან ბრძოლის გამართვის გეშინია. სიმართლე გითხრა, შენთან დაპირისპირების იმედი მქონდა, რადგან ვენებში მექსიკური სისხლიც გიჩქეფს, ეს ხალხი კი ბრძოლას არასდროს გაურბის. ახლა შენში თავდაჯერებულობას ვერ ვატყობ, იქნებ თვითშეფასება დაგიქვეითდა?"
- დაწერა თოფურიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი