კვარაცხელია: “შედეგი ნორმალურია, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ” » სპორტის ხაზი

კვარაცხელია: “შედეგი ნორმალურია, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ”

კვარაცხელია: “შედეგი ნორმალურია, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ”
29-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელს პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯვაროსნებმა ბათუმში ნორვეგია მიიღეს. სორლოტისა და მიქაუტაძის გოლებით გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის შემდგომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა:

“მეც და ბიჭებიც ქართველი გულშემატკივრების წინაშე თამაშს მონატრებულები ვიყავით. შედეგი ნორმალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან ჩვენ ყოველ თამაშზე მოსაგებად გავდივართ.

ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, რასაც პირველზე ვერ ვიტყვით. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერია შესაძლებელი, ყველა გუნდთან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, როგორც დღეს გავაკეთეთ მეორე ტაიმში შემდეგ კი აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვის ამდენი ხანია ვშრომობთ.”

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს ივნისში, შოტლანდიისა და კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.