"რომელ სეივს გამოვარჩევდი?" - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"რომელ სეივს გამოვარჩევდი?" - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ

"რომელ სეივს გამოვარჩევდი?" - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ
28-03-2023, 22:58
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში მე-15 წუთზე სორლოთმა გახსნა, რასაც 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც ორი ურთულესი ბურთი მოიგერია და საქართველოს ნაკრები ფაქტიურად წაგებისგან იხსნა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მამარდამ მცირე კომენტარი სწორედ მის მოგერიებულ ბურთებზე გააკეთა და კითხვაზე, თუ რომელს გამოარჩევდა შემდეგნაირად უპასუხა:

"მიხარია თუ გუნდს დავეხმარე, მაგრამ ვერც ერთ სეივს გამოვარჩევდი, რადგან ჯერ არ მინახავს...

დიდი წნეხი იყო თამაშამდე გულშემატკივრების მხრიდან, დიდი აჟიოპტაჟი იყო და ყოველივე ეს ფეხბურთელებშიც იგრძნობოდა. პიველი 20-25 წუთი გაგვიჭირდა, შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა, მატჩები წინ კიდევ გველოდება და ქულები გვაქვს ასაღები
", - განაცხადა მამარდაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი