“პსჟს” კიმ მინ ჯეს შეძენა სურს » სპორტის ხაზი

“პსჟს” კიმ მინ ჯეს შეძენა სურს

“პსჟს” კიმ მინ ჯეს შეძენა სურს
28-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გამოცემა Foot Mercato იტყობინება, ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” იტალიური “ნაპოლის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს შეძენა სურს. ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, სამხრეთ კორეელის კონტრაქტი ითვალისწინებს იმას, რომ მცველის გაყიდვა 1-15 ივლისის შუალედში 52-53 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ფრანგული კლუბისთვის “ნაპოლის” მცველის შეძენა პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან პარიზული კლუბის მთავარი მიზანი დაცვითი ხაზის გაძლიერებაა.

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი “პარტენოპეის” ღირსებას 2022 წლის ზაფხულიდან იცავს და მიმდინარე სეზონში მან 35 შეხვედრა ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი