კატარში გამართული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი არგენტინის ნაკრები გახდა. ლიონელ მესიმ კარიერაში პირველად იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა. სამხრეთამერიკელთა კარის დარაჯი, ემილიანო მარტინესი შეშფოთდა იმ ფაქტით, რომ ლეომ ამ ჯილდოს მოგება 35 წლის ასაკში შეძლო.
“როცა ხვდები, თუ რა გამოიარა მან თავისი კარიერის მანძილზე, უკვე კარგად აცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მუნდიალის მოგება.
მე საკმაოდ გვიან დავიწყე უმაღლეს დონეზე თამაში, მან კი მსოფლიო ჩემპიონატი 35 წლის ასაკში მოიგო. მაშინ, როდესაც ენცო ფერნანდესს ანალოგიური ჯილდო 21 წლის ასაკში ერგო.
ეს ამტკიცებს, რამდენად რთული რამ არის ფეხბურთი. მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ და მას მუნდიალის მოსაგებად 35 წელი ლოდინი დასჭირდა” - განაცხადა ინგლისური “ასტონ ვილას” კარის დარაჯმა.