"სომხებს თავიანთი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომლის ყიდვაც მილანს სურს" - Sempremilan » სპორტის ხაზი

"სომხებს თავიანთი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომლის ყიდვაც მილანს სურს" - Sempremilan

"სომხებს თავიანთი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომლის ყიდვაც მილანს სურს" - Sempremilan
27-03-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Sempremilan-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომლის მთავარი სათქმელი ისაა, რომ სომხეთის ეროვნულ ნაკრებს თავისი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, მისით კი როსონერი ინტერესდება:

"მილანი დაინტერესებულია კრასნოდარის სომეხი ფორვარდით, ედუარდ სპერციანით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ჰგავს. ეს მოთამაშე სომხური ფეხბურთის მომავალია. მან კრასნოდარში 27 მატჩი გამართა, რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა."

"ის ხვიჩას ტაქტიკურად ჰგავს, რადგან ორივეს მშვენივრად გამოსდის 4-2-3-1-ში გამოკვეთილი ფორვარდის უკან თამაში. გარდა ამისა, ედუარდი და კვარაცხელია მშვენივრად ირჯებიან ფლანგზე, როდესაც საქმე 4-3-3 სქემას ეხება."

"ედუარდ სპერციანი ხვიჩასავით სწრაფია, უყვარს დრიბლინგით მეტოქის ბარიერების გარღვევა. ასევე, სომეხი ფეხბურთელი შესანიშნავი ასისტენტია და მარცხენა ფეხს ისევე კარგად ხმარობს, როგორც სამუშაო მარჯვენას. სწორედ ამიტომ, მისით მილანია დაინტერესებული, რომელიც 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ სპერციანის რეალური ფასი 12 მილიონია."
- წერს გამოცემა

ცნობისთვის, 22 წლის სომეხ ფეხბურთელს მთელი პროფესიონალური კარიერა კრასნოდარში აქვს გატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი