"საქართველოს ტაქტიკაზე ვიმუშავეთ და ვიცით ჩვენი საქმე" - სტალე სოლბაკენი » სპორტის ხაზი

"საქართველოს ტაქტიკაზე ვიმუშავეთ და ვიცით ჩვენი საქმე" - სტალე სოლბაკენი

"საქართველოს ტაქტიკაზე ვიმუშავეთ და ვიცით ჩვენი საქმე" - სტალე სოლბაკენი
27-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს ხვალ, ნორვეგიასთან მატჩით იწყებს, რომელიც ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ბათუმში დაგეგმილი შეხვედრის წინ, ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, გთავაზობთ მას:

"საქართველოს თამაში შევისწავლეთ და ზუსტად ვიცით მისი როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები. დღეს გარკვეული დეტალები მიმოვიხილეთ, რაც ჩვენი მეტოქის სათამაშო ტაქტიკას ეხებოდა."

"ესპანეთთან მარცხმა უკვე ჩაიარა და ფეხბურთელებს სწორედ ეს ვუთხარი, მათ ის თამაში უნდა დაივიწყონ და ბოლომდე საქართველოზე ფოკუსირდნენ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი კარგი კვება და გამოძინებაა, რათა დაკარგული ძალები აღვიდგინოთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ. მალაგადან ბათუმში ფრენა დამღლელი იყო, თუმცა ვარჯიშებზე დიდი დატვირთვა არ გვქონია. ამდენად, ყველაფერს ჩვეულებრივ ვასწრებთ."


სხვათაშორის, სტალე სოლბაკენს პრესკონფერენციაზე თან ახლა ლონდონის არსენალის ვარსკვლავი, მარტინ ოდეგორი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსგან სკანდინავიელები გახსნილ თამაშს ელიან, მათი მთავარი და ერთადერთი მიზანი კი 3 ქულის აღებაა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ პირველი მატჩი ესპანეთთან 25 მარტს გამართა და 3:0 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი