გაბრიელ სიგუა: “ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ნაკრებისთვის” » სპორტის ხაზი

გაბრიელ სიგუა: “ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ნაკრებისთვის”

გაბრიელ სიგუა: “ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ნაკრებისთვის”
26-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთის წინააღმდეგ ამხნაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 6-1 იმარჯვა. გოლები ვოლკოვმა, ჩაკვეტაძემ(2), ბერიძემ, ლობჟანიძემ და ზივზივაძემ გაიტანეს.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დაანონსა, აღნიშნულ მატჩში თბილისის “დინამოს” 17 წლის ნახევარცველი, გაბრიელ სიგუა მიიღებდა მონაწილეობას და ასეც მოხდა. შეხვედრის 64-ე წუთზე ლუკა გაგნიძის ნაცვლად მოედანზე სწორედ სიგუა გამოვიდა. მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება და ქომაგს ჩაუსახა იმის იმედი, რომ ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს.

შეხვედრის შემდგომ სიგუამ მედიასთან ასეთი კომენტარი დააფიქსირა:

“ძალიან ბედნიერი ვარ. არ ველოდი, ასეთი ემოციები თუ იქნებოდა. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ნაკრებისთვის, რომ უფრო და უფრო მეტს მივაღწიო.

ნორვეგიას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ იქაც კარგი თამაში ვაჩვენოთ.

ბიჭები იდეალურად დამხვდნენ, ვერ აღვწერ ისეთჯ მეგობრობა გამიწიეს. პირველი ვინც დამელაპარაკა, ეს ჯიმი ტაბიძე იყო.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი