დვალიშვილი: “ბევრი მიზანი მაქვს, გაჩერებას არ ვაპირებ” » სპორტის ხაზი

დვალიშვილი: “ბევრი მიზანი მაქვს, გაჩერებას არ ვაპირებ”

დვალიშვილი: “ბევრი მიზანი მაქვს, გაჩერებას არ ვაპირებ”
27-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს გუშინ TV პირველის “დილის ლაივში” ჩართვა ჰქონდა. მან თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა და მომავალსაც შეეხო.

“ასე იყო თუ ისე, 6 წელი დამჭირდა ჩემი ოცნების ორგანიზაციაში გადასვლისთვის, 6 წლის შემდეგ შევძელი და გადავედი UFC-ში. ახლა ყველაფერი მარტივია, რა შედარებაა.

პირველი 6 წელი მეგონა, რომ მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო იმდენ დაბრკოლებას ვხვდებოდი და ახლა მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემ მხარესაა.

რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, უფრო გამარტივდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი არ შეიცვალა, მე ორმაგად და ათმაგად მეტი მიზანი მაქვს წინ, გაჩერებას არ ვაპირებ.

ახლა ყველაფერი მარტივია, პირველი ნომერი ვარ ჩემს წონაში და ახლა მხოლოდ ქამრის მოპოვებაღა დამრჩა. ამ სპორტში ვაპირებ, რომ მინიმუმ 10 წელი კიდევ დავრჩე და ამოვწურო ჩემი შესაძლებლობები. უამრავ გამარჯვებას ვპირდები ჩემს ხალხს და გულშემატკივარს” - განაცხადა მერაბმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი