საქართველოს ჯგუფი | თემურ ქეცბაიას კვიპროსი გლაზგოში განადგურდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ჯგუფი | თემურ ქეცბაიას კვიპროსი გლაზგოში განადგურდა

საქართველოს ჯგუფი | თემურ ქეცბაიას კვიპროსი გლაზგოში განადგურდა
25-03-2023, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც შოტლანდიამ თემურ ქეცბაიას კვიპროსი საშინაო მოედანზე დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

მატჩის პირველ ნახევარში მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა, რომელიც 21-ე წუთზე ასტონ ვილას ფეხბურთელმა, ჯონ მაკგინმა მიითვალა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, აქ გოლები 87-ე და 93-ე წუთზე გავიდა, ორივეს ავტორი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი გახდა.

საგულისხმოა, რომ გარდა დიდი ანგარიშით წაგებისა, კვიპროსელებს შეხვედრის ბოლო წუთზე ნიკოლას იოანუ გაუძევეს და მინდორი 10 კაცით, მთლიანად დემორალიზებულებმა დატოვეს.

ამდენად, ამ წუთისთვის A ჯგუფის პირველ პოზიციაზე სტივ კლარკის შოტლანდია იმყოფება, რომელმაც არსებული მეტოქეებიდან ყველაზე სუსტის დამარცხება შეძლო, ახლა კი დანარჩენი ქვეყნების ასპარეზობას დაელოდება.

ცნობისთვის, დღეს ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, თბილისის დროით 23:45-ზე ესპანეთი ნორვეგიას უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი